суббота, 15 октября 2016 г.

კურსის რეფლექსია

ტრენინგი "ინტელის საგანმანათლებლო კურსი - პროექტებით სწავლება ისტ-ის ინტეგრირებით"  დავიწყეთ 8 სექტემბერს და დავამთავრეთ 15 ოქტომბერს. შევარჩიეთ საპროექტო თემა, ვისწავლეთ პროექტების დაგეგმვა, რესურსების მოძიება,  შევქმენით ბლოგი და პორტფოლიო, ვისწავლეთ ბლოგზე ფაილისა და საქაღალდის განთავსება.
      ტრენინგზე განხილული აქტივობების განხორციელება მოსწავლეებს აუმაღლებს სწავლის მოტივაციას, გამოუმუშავებს მაღალი დონის სააზროვნო და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს.

воскресенье, 2 октября 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, ვისწავლეთ და გავაკეთეთ პრეზენტაციაზე ვორდის ინტეგრირება, განვიხილეთ დაწყვილებისა და დაჯგუფების აქტივობები.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები.
შევქმენით საპრეზენტაციო მასალები, მოძრავი ფონების გამრავალფეროვნება.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.

вторник, 13 сентября 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ჩვენს მიერ შემუშავებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
განვიხილეთ შეფასების ფორმები, სტრატეგიები და ინსტრუმენტების მნიშვნელობა.
შევქმენით შეფასების ინსტრუმენტები.

понедельник, 12 сентября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

გადმოვტვირთეთ მესამე კლასის საგნობრივი სტანდარტები, სადაც უნდა მოვძებნოთ პროექტის შესაბამისი ინდიკატორები.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები.

пятница, 9 сентября 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავიზიარეთ პროექტების თემები და მოვისმინეთ ერთმანეთის აზრი. ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება. სერთიფიკატების მოძებნა და გადმოტანა კომპიუტერში.